კაშიამ თასზე გაიტანა – „სლოვანი“ ფინალს მიღმა დარჩა

0
62

ბრატისლავას „ სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია თამაშობს სლოვაკეთის თასის ფინალში ვერ გავიდა. უფროსი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებმა პირველ მატჩში შინ თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე ტრნავის „სპარტაკი“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა იმავე ანგარიშით წააგეს და პენალტები ტრნაველებმა უკეთესად შეასრულეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და 39-ე წუთზე, როდესაც „სპარტაკი“ 1:0 იგებდა, ბარსეგიანის გადაცემის მერე, კართან ახლოს მყოფმა თავით ანგარიში გაათანაბრა.
მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელშიც კაშიას მონაწილეობა არ მიუღია 4:2 მოიგეს. მიმდინარე სეზონში 37 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა თასზე 4-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო ჩემოპიონატის 22 მატჩში თავი ასევე 2-ჯერ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი