რაგბის კაშვირის ახალი პრეზიდენტი “ბორჯღალოსნების” ყოფილი კაპიტანი და ამჟამად, “ხალხის ძალიდან” საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა იქნება. ის სოსო ტყემალაძეს შეცვლის, რომელიც მომავალ არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის. ამის თქმის საშუალებას რაგბის კავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადება გვაძლევს:
“სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოადგინა დავით კაჭარავა.
სრკ-ს ნადვილი წევრების მიერ გამგეობის წევრის კანდიდატად დარეგისტრირდა 7 კანდიდატი (რომელთაგანაც საერთო კრებაზე აირჩევა 5 კანდიდატი)
– დავით კაკაბაძე
– ალექსანდრე ხვედელიძე
– გრიგოლ ჯიქია
– ბადრი ბოხუა
– ნუგზარ მალაღურაძე
– გიორგი სოსელია
– თეიმურაზ გაფრინდაშვილი
აჭარის ხმის უფლების მქონე წევრი სუბიექტების უმრავლესობის მიერ გამგეობის წევრობის კანდიდატურად საერთო კრებაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა რამაზ ბარამიძის კანდიდატურა. სრკ-ს საერთო კრება გაიმართება 2025 წლის 26 აპრილს, სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინ“.
ლაშა თაბაგარი
