ლობჟანიძის ტაიმი შინ წაგებულ მატჩში

0
75

„ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის რეგულარული სეზონის მე-8 ტურში შინ „ნიუ ინგლანდს“ დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. სტუმრებიდან გამარჯვების გოლი 36-ე წუთზე კარლეს ხილმა 36-ე წუთზე გაიტანა. „ატლანტა იუნაიტედი“ 9 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა.
შვეიცარიის სუპერლიგის 32-ე ტურში „ბაზელი“ გასვლაზე „ციურიხს“ შეხვდა და 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა გამარჯვებულთა თადარიგში იყო და არ უთამაშია. „ბაზელი“ 58 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი