კაშია და კაპანაძე სლოვაკეთში დაზავდნენ

0
68

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, სლოვაკეთის საჩემპიონო ჯგუფის მე-5 ტურში ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მასპინძლების სასტარტოში არ იყო და თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო კაპანაძემ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა და 70-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „დუნაისკე სტრედა“ 77-ე წუთზე 2:0 იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში მოქმედმა ჩემპიონმა „სლოვანმა“ ანგარიში გაათანაბრა. ბრატისლაველები 60 ქულით პირველ ადგილზე არიან, ხოლო „დუნაისკა სტრედა“ 39 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი