საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში „ატლანტა იუნაიტედის“ შემადგენლობაში თავისი მეორე საგოლე პასი მიითვალა.
MLS-ის მე-5 ტურში ატლანტელები სტუმრად „ცინცინატის“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 2;2. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და მისი გადაცემის შემდეგ, 50-ე წუთზე ლატე ლატმა ანგარიში გახსნა. მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 70-ე წუთზე ევანდერმა გაიტანა, რომელმაც ხუთ წუთში დუბლი შეასრულა. 88-ე წუთზე პაუელმა საკუთარ ანგარიშზე ავტოგოლი ჩაიწერა და ლობჟანიძის გუნდმა ქულა გადაარჩინა.
„ატლანტა იუნაიტედი“ 5 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





