17-წლამდელები B ლიგაში ყაზახებთან დამარცხდნენ

0
10

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის B ლიგაში პირველი თამაში მასპინძელ ყაზახეთთან 0:3 წააგო.
ალმათის „ქაირათის“ საფეხბურთო აკადემიაში გამართული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ყაზახებმა ანგარიში 48-ე წუთზე გახსნეს, ხოლო 55-ე წუთზე კიდევ უფრო დაწინაურდნენ. 75-ე წუთზე გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ქართვლი 17-წლამდელები მეორე შეხვედრას 22 მარტს ლიეტუველ თანატოლებთან ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი