შეცვლაზე შესული გულიაშვილი ისევ შეცვალეს

0
0

გიორგი გულიაშვილისთვის, რომელიც სანტანდერის „რასინგში“ გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში შინ „ალავესთან“ 2:1 მოგებული მატჩი უიღბლოა აღმოჩნდა.
შეხვედრის მე-18 წუთზე სტუმრები კოსკიმ დააწინაურა, ხოლო 38-ე წუთზე ანგარიში ზაბირიმ გაათანაბრა. 52-ე წუთზე ზაბირიმ დუბლი შეასრულა. 74-ე წუთზე გულიაშვილი მოედანზე ზაბირის ნაცვლად შევიდა.
89-ე წუთზე „რასინგი“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, რადგან უხეშობისთვის ნახევარმცველი ალმეიდა გააძევეს. მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზე ხოსე ლოპესმა საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი შეცვალა. „რასინგი“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი