ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 21 მარტს შინ კოლუმბიასთან, ხოლო 26 მარტს სტუმრად არგენტინასთან გასამართ მატჩებში თავდამსხმელი ნეიმარი, მცველი დანილო და მეკარე ედერსონი ვერ დაეხმარებიან.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა მათ ნაცვლად ალექს სანდრო („ფლამენგო“), ენდრიკი („რეალი“) და მეკარე ლუკას პერი („ლიონი“) გამოიძახა.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო დეპარტამენტმა ინფორმაცია ყველა სპორტსმენის შესახებ მოგვაწოდა, განსაკუთრებით – დანილოს, ნეიმარის და ედერსონის. გამოკვლევების შემდეგ, მათ შესაცვლელად სამი მოთამაშე გამოვიძახე“ – განაცხადა მსოფლიო 5-გზის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა.
ლაშა თაბაგარი




