ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა შემადგენლობა დაასახელა

0
9

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ერთა ლიგის 1/4-ფინალში ნიდერლანდებთან დაპირისპირებისთვის, შემადგენლობა დაასახელა.
ევროპის მოქმედი ჩემპიონის თავკაცმა შეკრებაზე შემდეგ მოთამაშეები გამოიძახა:
მეკარეები: დავიდ რაია (არსენალი), უნაი სიმონი (ბილბაო), ალექს რემირო (სოსიედადი).
მცველები: პედრო პორო (ტოტენჰემი), ოსკარ მინგუეზა (სელტა ვიგო), ლე ნორმანდი (ატლეტიკო), პაუ კურბასი (ბარსელონა), ინიგო მარტინესი (ბარსელონა), რაულ ასენსიო (რეალი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკ კუკურელა (ჩელსი).
ნახევარმცველები: მარტინ ზუბიმენდი (სოსიედადი), მარკ კასადო (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პსჟ), მიკელ მერინო (არსენალი), ალექს ბაენა (ვილიარეალი), პედრი (ბარსელონა).
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), ფერან ტორესი (ბარსელონა), იერაი ალვარესი (ბილბაო), დანი ოლმო (ბარსელონა), აიოზე პერესი (ვილიარეალი), ალვარო მორატა (გალათასარაი), ბრაიან სარაგოსა (ოსასუნა), სამუ (პორტუ), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი).
ესპანელები პირველ თამაშს 20 სტუმრად როტერდამში ჩაატარებენ, ხოლო 23 მარტს ნიდერლანდებს ვალენსიაში უმასპინძლებენ. ამ წყვილში გამარჯვებული მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში E ჯგუფში საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი