ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ მადრიდის „რეალთან“ პენალტების სერიაში წაგებული საპასუხო მატჩის შემდეგ, „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.
„რა თქმა უნდა, ყველა გულდაწყვეტილნი ვართ, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ. თუმცა, გუნდმა ყველაფერი გააკეთა. დაძინების ორი მეთოდია: ან უნდა იფიქრო, რომ ცუდად ვითამაშეთ და გასაკეთებელი ვერ გავაკეთეთ, ან საკუთარ თავს ვუთხრათ: „ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“.
ეს საუცხოოდ დღე იყო. შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ მშვიდად ვარ. ჩემპიონთა ლიგაში „რეალი“ ისევ ვერ დავამარცხეთ, მაგრამ მეტოქე ჩვენთან ყოველ შეხვედრაში იტანჯებოდა. „რეალი“ გახარებული წავა, მაგრამ ემახსოვრება, რომ ჩვენთან თამაში იოლი არასოდესაა“ – იუწყება არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
განვლილი მატჩის ძირითა და დამატებით დროში ერთი გოლი გავიდა, რომელიც 27-ე წამზე გალახჰერმა გაიტანა. მიმდინარე სეზონში ეს ყველაზე სწრაფი გოლი იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გავიდა. გარდა ამისა, 25 წლის გალაჰერი ინგლისელებს შორის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გატანილი ყველაზე სწრაფი ბურთის ავტორია. ამასთანავე, „ატლეტიკოსთვის“ ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასზე ასპარეზონის ისტორიაში ინგლისელის გატანილი გოლი ყველაზე სწრაფია.
გარდა ამისა, გალაჰერი პირველი ინგლისელია, რომელმაც გოლი “ატელეტიკო” – “რეალის” დერბიში გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





