კარლო ანჩელოტის თქმით, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ საგოლე მომენტების შექმნა რთულია, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდი თავს უმაღლეს დონეზე იცავს. „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად ჩატარებული საპასუხო შეხვედრის პენალტების სერიაში მოგებისა და 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან მძიმე მატჩი აღმოჩნდა, რადგან გოლი პირველ წუთზე გაგვიტანეს და დინამიკა ცოტა შეიცვალა. მეტოქე თავს ძალიან კარგად იცავდა, კონტრშეტევაზე თამაშობდა, ხოლო ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი არ შექგვიქმნია. რაც შეეხება გაციდებულ პენალტს…
„ატლეტიკოს“ კართან რეალური ხიფათის შექმნა რთულია, ვინაიდან ეს გუნდი თავს უმაღლეს დონეზე იცავს და განსაკუთრებული თავდადებით თამაშობს.
მე უკონტროლო თამაშის იდეა მაწუხებდა, რადგან მნიშვნელოვანი იყო ბალანსი არ დაგვეკარგა, რათა კონტრშეტევის საშუალება გვქონოდა. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და შესაძლოა ის მომხდარიყო, რაც საბოლოო მოხდა და საქმე პენალეტებამდე მივიდა.
ჩვენ გვინდოდა, რომ მეხუთე თერთმეტმეტრიანი ენდრისკ დაერტყა, მაგრამ რუდიგერი უფრო კონცენტრირებული იყო. ენდრიკს ვუთხარი, რომ ვაპირებდი პენალტისტებში მეხუთე ნომრად დამეყენებინა, მაგრამ განსაკუთრებულად არ გახარებია. ამიტომ. მე ვთქვი: „ მოიცადეთ, მოიცადეთ“ და თერთმეტმეტრიანი დარტყმა რუდიგერს ვანდეთ“ – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა, რომლის გუნდი 1/4-ფინალში ლონდონის „არსენალს“ შეხვდება.
„რეალი“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის 1/4-ფინაში 40-ჯერ გავიდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. მადრიდელებს ეს სტადია ბოლო 5 წელიწადია არ გამოუტოვებიათ. გარდა ამისა, „რეალი“ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე პენალტების სერია 4-ჯერ მოიგო. “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე “ატლეტიკოს” ექვსივე დაპირისპირება მოუგო.
„რეალი“ „არსენალთან“ პირველ მატჩს სტუმრად 8 აპრილს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა მადრიდში 16 აპრილს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





