არნე სლოტს მიაჩნია, რომ “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგია 1/8-ფინალში შინ პსჟ-სთან სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ჩაატაროს. ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ საპასუხო შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მართლაც ასე ვფიქრობ, რომ სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ, რადგან პსჟ ყველაზე სრულყოფილი იმ გუნდებს შორის, რომლებსაც შევხვდით. რას ვგულისხმობ სრულყოფილებაში? ჩვენ როგორც „არსენალს“, ასევე „მანჩესტერ სიტის“ შევხდით და არ ვამბონ, რომ პსჟ მათ ძალიან სჯობს, არამედ, განსხვავება ინტენსიურობაში, რომლითაც პარიზელები თამაშობდნენ. ისინი ინტენსიურობას იმ თვისებებს უხამებდნენ, რომლებიც აქვთ.
მეტოქე ძალიან მაღალ დონეზეა მომზადებული და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს“ – იუწყება ნიდერლანდელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგევრდი.
“ლივერპულმა” სტუმრად პირველი თამაში 1:0 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა “ენფილდზე” დღეს შედგება.
ლაშა თაბაგარი




