პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ლივერპულთან“ სტუმრად გასამართი მატჩი უფრო თანაბარი იქნება, ვიდრე პარიზში შემდგარი დაპირისპირება იყო.
„ჩემი მიდგომა არ შეცვლილა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ტურნირს ვეთიშებით. მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს – მოედანზე გავიდეთ და მოგებას ვეცადოთ, მაგრამ ამას ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებდით.
არ არსებობს მოთამაშე, რომელსაც „ენფილდზე“ თამაში არ სურდეს. ეს ლეგენდარული სტადიონი ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. ეს უდიდესი მოტივაცია მოთამაშეებისთვის და მთელი გუნდისთვის. გვინდა ვაჩვენოთ, რომ „ლივერპულის“ სტადიონზე კარგად თამაში შეგვიძლია.
მომავალი თამაში უფრო თანაბარი იქნება. ოპტომიზმით ვუყურებ იმას თუ რის გაკეთება შეუძლია ჩემს გუნდს. რა თქმა უნდა, თავის დაცვა და შეტევა ერთად მოგვიწევს. ბურთს რაც შესაძლოა დიდი ხანი უნდა ვფლობდეთ და ამ შემთხვევაში მომენეტებს შევქმნით.
ცხადია, ვამჯობინებდი, რომ სიტუაცია ჩვენთვის პოზიტიური ყოფილიყო. თუმცა, ნებისმიერ შეხმთხვევაში სირთულეებთან გამკლავების პრობლემა არ მაქვს“ – განაცხადა ესპანელამ სპეციალისტმა თამაშამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
პსჟ-მ პირველი მატჩი შინ 0:1 წააგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა “ენფილდზე” დღეს შედგება.
ლაშა თაბაგარი
