არნე სლოტი: „ჩვენ ორმაგი მხარდაჭერა დაგვჭირდება“

0
42

არნე სლოტის თქმით „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პსჟ-სთან სტუმრად გაამრთულ პირველ მატჩში წარმატების მისაღწევად თავი სწორედ ისე უნდა დაეცვათ, როგორც ეს გააკეთეს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამის შესახებ პარიზში 1:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„დღევანდელი მატჩი ძალიან ჰგავდა „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირებას – კიდევ ერთ გუნდთან, რომელიც ბურთთან საუცხოოდ მუშაობს და ბრწყინვალე გარემარბები ჰყავს, რომლებიც ერთი-ერთზე თამაშში დომინირებენ.
მატჩამდე ვთქვი, რომ ბურთის ფლობის მხრივ დომინირებას ვერ მოვახერხებდით. ჩემს ფეხბურთელებს მხოლოდ იმაში დავადანაშაულებ, რომ ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ გარღვევას შევეცადეთ და ღია შეტევები მივიღეთ, მაგრამ ბოლოშ ეხებამ დაგვაღალატა. შესაძლოა, ასე დაცვაში ამხელა სამუშაოს შესრულების გამო გამოწვეული გადაღლით ხდებოდა. ზოგჯერ მსგავს სიტუაციებში ყოფნა რთულია.
თუ ძირითად სტატისტიკას შეხედავთ, ის აჩვენებს, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგაში ისედაც ნომერ პირველი იყო, მით უმეტეს უკვე ითამაშა „ატლეტიკოსთან“, „მანჩესტერ სიტისთან“, „ბაიერნთან“ და „არსენალთან“. ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაშის შემდეგ, საუკეთესო სტატისტიკის როდესაც გაქვს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
ჩვენ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვქონდა – თავი ისე დაგვეცვა, როგორც გავაკეთეთ. იმედია, რომ „ენფილდზე“ ჩვენი ფანები დაგვეხმარებიან. ჩვენ ორმაგი მხარდაჭერა დაგვჭირდება“ – თქვა სლოტმა TNT Sports-თან.
ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ლივერპულში 11 მარტს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი