დიეგო სიმეონე: „ტაქტიკამ დიდი როლი ითამაშა“

0
70

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად „რეალთან“ 1:2 წაგებულ პირველ მატჩში, დიდი როლი ტაქტიკამ ითამაშა.
მადრიდული დერბის მე-4 წუთზე როდრიგომ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, მარჯვნიდან ცენტრისკენ შემოწეულ ერთ მეურვეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0.
32-ე წუთზე ხულიან ალვარესი მარცხნიდან საჯარიმოში შეიწია და მას მერე არც ერთი მცველი ჩამოიშორა, შორეულ კუთხეში ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1.
55-ე წუთზე ბრაჰიმ დიასი „ატლეტიკოს“ საჯარიმოში ორ ფეხბურთელს შორის „გაძვრა“ და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:1.
„განვლილ თამაშში დიდი როლი ტაქტიკამ ითამაშა და თითოეული ცდილობდა თავისი მომენტები გამოეყენებინა. მეტოქის გატანილი გოლის დროს შეგვეძლო უკეთესად გვემოქმედა.
გუნდის მთავარი დამსახურებაა, რომ არ დანებდა და პანიკაში არ ჩავარდა, რომელიც ასე ადრე გაშვებული გოლის დროს იქმნება ხოლმე.
მეორე ტაიმის ზუსტად ისე დაიწყო და ბრაჰიმმა გოლი ისეთ სიტუაციაში გაიტანა, როდესაც უკეთესად შეგვეძლო გვემოქმედა. მეტოქემ უპირატესობას იმის ხარჯზე მიაღწია, რომ ვინისიუსი და მბაპე გუნდის სასარგებლოდ ძალიან კარგად მუშაობდნენ.
ჩვენ თავდასხმაში კორეა და სორლოტი შევუშვით, ხოლო თავს კარგად ვიცავდით, რაც მეტოქის კონტრშეტევების მოგერიების საშუალებას გვაძლევდა. ბოლო ეპიზოდის გამო შესაძლოა ტურნირიდან გავვარდნილიყავით. ვინ იცის, შესაძლო მომავალ ოთხშაბათს კარგად ვითამაშებთ“- ციტირებს არგენტინელ სპეციალისტს ესპანური მედია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 12 მარტს “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება.
ლაშა თაბაგარი