ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი-ოფში სტუმრად 7 გოლი გაიტანა. 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში მიკელ არტეტას გაწვრთნილებმა ეინდჰოვენში პსვ 7:1 გაანადგურეს. სტუმრები მე-18 წუთზე ტიმბერმა დაწინაურა, ხოლო სამ წუთში ნვანერი ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. 31-ე წუთზე თავი მიკელ მერინომ გამოიჩინა. 43-ე წუთზე მასპინძლებიდან პენალტი ლანგმა გაიტანა.
47-ე წუთზე ოდეგორმა „არსენალი“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა, რასაც ერთ წუთში ტროსარის გოლი მოჰყვა. 73-ე წუთზე ოდეგორმა დუბლი შეასრულა. 85-ე წუთზე წერტილი კალაფიორიმ დასვა.
„ჩვენ იმის შესახებ ვსაუბრობთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაში საჯარიმოში თამაში. დღევანდელი დღე ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მანამდე, ორ მატჩში ვერცერთი გოლი გავიტანეთ და ამის გამო დიდი ხმაური ატყდა. ძალიან შთამბეჭდავი გოლები გავიტანეთ.
ფეხბურთი იმითაა მიმზიდველი, რომ მთელი ძალით შეგიძლია კონცენტრირებული იყო იმაზე რასაც აკეთებ. არავინ იცის რა მოხდება. ეს შემთხვევების თამაშია და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.
საოცარ შედეგს მივაღწიეთ ტურნირში, რომელიც გვიყვარს და ამდენი წელი გვენატრებოდა. ჩვენთვის ეს საღამო განსაკუთრებულია“ – იუწყება ესპანელი მწვრთნელის ნათქვამს ინგლისური მედია.
ლაშა თაბაგარი





