უსმან დემბელე: „კვარაცხელია საუცხოო გადაცემას მაძლევს“

0
23

პსჟ-ს თავდამსხმელის უსმან დემბელეს განცხადებით, გოლების გატანაში ხვიჩა კვარაცხელია, ბრედლი ბარკოლა და დეზირე დუე ძალიან ეხმარებიან. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგია 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში სტუმრად „ბრესტთან“ 3:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც დუბლი შეასრულა.
„გუნდს კარგი რიტმი აქვს – თითოეული კონცენტრირებულია და ძალიან კარგად თამაშობს. ეს მეხმარება გოლების გატანაში, როდესაც მომენტის დასამთავრებლად სწორ პოზიციას ვიკავებ.
თითოეული მოთამაშე, ეს ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ბრედლი ბარკოლა თუ დეზირე დუე, საუცხოო გადაცემას მაძლევს და მხოლოდ ბურთი ბადეში გაგზავნა მრჩება“ – ციტირებს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდს ფრანგული მედია.
მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირში ჩატარებულ 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ამჟამად, ის ევროპის ტოპ 5 ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
ლაშა თაბაგარი