პერიშიჩი პსვ-ს ისტორიაში შევიდა

0
7

ივან პერიშიჩი ეინდჰოვენის პსვ-ს ისტორიაში შევიდა. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ მატჩში ნიდერლანდური გუნდი სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ 1:2 დამარცხდა და 36 წლის ხორვატმა 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
პერიშიჩი პსვ-ს ისტორიაში ყველა ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე გოლი გაიტანა. ის ეინდჰოველენთა რიგებში 2024 წლის სექტემბრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 5 გოლის გატანის გარდა, 8 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი