პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში „კრაკოვიამ“ გასვლაზე ლოძის „ვიძევთან“ 1:1 ითამაშა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ კრაკოველებს შეუცვლელად უკაპიტნა. „კრაკოვია“ 33 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
„არისმა“, რომელშიც გიორგი ქვილითაია გამოდის, კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეორე მატჩი ფრედ დაასრულა. 22-ე ტურში ლიმასოლებმა ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლეს და გუნდებმა გოლები გაცვალეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობასი არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. „არისი“ 49 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „პაფოსს“ 6 ქულით ჩამორჩება.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში „ვოლფსბერგი“ ვენის „რაპიდს“ ეწვია და 3:1 აჯობა. გამარჯვებულებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა 85-ე წუთიდან ითამაშა. „ვოლფსბერგი“ 29 ქულით 12-გუნდიან ბუნდესლიგაში მესამეა.
შვეიცარიის სუპერლიგის 23-ე ტურში „ბაზელი“ სტუმრად „სერვეტთან“ 1:3 დამარცხდა. სტუმართა რიგებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა 79-ე წუთზე გამოჩნდა. „ბაზელი“ 40 ქულით 12-გუნდია სუპერლიგას ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი





