გაგუამ „ისტრას“ მოაგებინა

0
7

გიორგი გაგუამ ხორვატიის უმაღლესი დივიზიონის 21-ე ტურში „ისტრას“ მოაგებინა. პულელები სტუმრად „რიეკას“ დაუპირისპირდნენ და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდის მიერ 36-ე წუთზე გატანილი გოლით სამი ქულა აიღეს. სასტარტო შემადგნელობაში მყოფმა გაგუამ 36-ე წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ, მეტოქის კარის ახლო ძელთან მცველს დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა. ის 69-ე წუთზე შეცვალეს. გაგუა „ისტრაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 16 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. „ისტრა“ 23 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი