ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით პირველი გოლი გაიტანა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში პარიზელებმა „მონაკო“ მიიღეს და 3:1 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მატჩის მე-5 წუთზე „მონაკოს“ იაპონელმა ლეგიონერმა მინამინომ გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშა, როდესაც კართან ახლოს მყოფმა სუსტად დაარტყა და დონარუმას ვერ აჯობა.
მე-6 წუთზე ვიტინიამ დაახლოებით 26 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და სტუმართა მეკარის შეცდომის შემდეგმ ბურთი კარში აღმოჩნდა 1:0 .
მე-18 წუთზე მაგასას კარგი პასის შემდეგ, მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მონაკოელთა კაპიტანმა დენის ზაკარიამ დონარუმას ახლო კუთხეში გაუტანა – 1:1. ამ ეპიზოდში იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე შეცდა. 45-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქის ნახევარზე მარჯვნე ფლანგიდან ცენტრსიკენ შეიწია და ძალიან კარგი პასი მისცა საჯარიმოში დუეს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
54-ე წუთზე ბარკოლას გადაცემის შემდეგ, კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და ფინტით როგორც მცველი, ასევე მეკარე დააწვინა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 2:1. ის პირველი ქართველო ფეხბურთელი გახდა, რომელმაც თავი ევროპის ტოპ 5-ის ორ ლიგაში გამოიჩინა. გოლის გატანიდან ერთ წუთში ხვიჩას დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც საჯარიმოშ მარცხნიდან შეჭრილმა „ცაციათი“ დაარტყა და მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა,
57-ე წუთზე დემბელემ დუესთან გაათამაში ბურთი და საჯარიმოშ შესულმა ახლო კუთხეში დარტყმით გაიტანა – 3:1. კვარაცხელია 67-ე წუთზე გონსალუ რამუშმა შეცვალა. ქართველმა ლეგიონერმა პარიზულ გრანდში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. 90-ე წუთზე ნუნუ მენდეში მარცხენა ფრთიდან ბურთიანად შევიდა მონაკოელთა საჯარიმოში და დემბელე მოძებნა, რომელსაც ცარიელ კარში გატანა არ გაჭირვებია – 4:1.
პსჟ 53 ქულით 18-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეშია.





