პედრიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი დადო

0
83

პედრიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ბარსელონელებს თავისი მომავალი 2030 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.
22 წლის პედრი „ბარსელონაში“ 2020 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 174 მატჩში 24 გოლი გაიტანა. მან კატალონიელებთან ერთად 2023 წელს ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2021 წელს ქვეყნის თასს დაუფლა. ასევე, პედრიმ 2023 და 2025 წელს ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი