„ბორუსიას“ ნიკო კოვაჩი გაწვრთნის

0
61

დორტმუნდის „ბორუსიას“ სათავეში ნიკო კოვაჩი ჩაუდგა, რის შესახებ გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
53 წლის ხორვატმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა, მან ნური შაჰინი შეცვალა, რომელიც გუნდს გასული წლის ივნისიდან უძღვებიდა.
ბოლოს კოვაჩი „ვოლფსბურგს“ ავარჯიშებდა – 2022 წლის მაისიდან 2024 წლის მარტამდე. მანამდე, ის ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს, ფრანკფურტის „აინტრახტს“, „მონაკოს“ და მიუნხენის „ბაიერნს“ ავარჯიშებდა.
მან „აინტრახტს“ გერმანიის თასი მოაგებინა, ხოლო „ბაიერნს“ – ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი. კოვაჩმა „მონაკოს“ საფრანგეთის თასი ააღებინა.
ლაშა თაბაგარი