„ვალენსია“ მამარდაშვილის გარეშე თასის 1/8-ფინალშია

0
68

გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც გასული წლის დეკემბერში მირებული კუნთის ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია „ვალენსიას“ ესპანეთის თასის 1/16-ფინალშიც ვერ დაეხმარა.
„ღამურებმა“ სტუმრად სეგუნდა დივიზიონის ბინადარი „ელდენსე“ 2;0 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი განაცხადში არ იყო. სტუმრებიდან მე-9 წუთზე ანგარიში სერხი კანიოსმა გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე „ელდენსეს“ კარი დიეგო ლოპესმა აიღო.
“ვალენსია” 1/8-ფინალში რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე “ოდენსეს” შეხვდება.
ლაშა თაბაგარი