ლორიას გუნდმა წარუმატებელი პერიოდი დაასრულა

0
54

არადიპოუს „ომონიამ“, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს, მიჯრით ოთხი შეხვედრის ვერმოგების (ერთი ფრე და სამი მარცხი) შემდეგ, მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე სამი ქულა „ენოსისთან“ აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა  მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა.
პირველ ტაიმში გოლი არცერთ კარში გასულა. 48-ე წუთზე „ომონია“ ჰაველკამ დააწინაურა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-12 წუთზე კოუტსაკოსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ომონია“ 16 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი