მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ ვინისიუს ჟუნიორს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
3 იანვარს ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებულ მატჩში „რეალმა“ სტუმრად „ვალენსია“ 2:0 დაამარცხა. შეხვედრის 79-ე წუთზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მასპინძლების მეკარე სტოლე დმიტრიევსკის ხელი ჰკრა და წითელი ბარათი მიიღო.
ამრიგად, ვინიუსსი თავის გუნდს 19 იანვარს „ლას პალმასთან“, ხოლო 25 იანვარს „ვალიადოლიდთან“ გასამართ თამაშებში ვერ დაეხმარება. თუმცა, დისკვალიფიკაცია სუპერთასზე არ ვრცელდება და სამხრეთ ამერიკელი 9 იანვარს ამ ტურნირის ნახევარფინალში „მალიორკასთან“ იასპარეზებს.
მომხდარი ინციდენტის გამო, „რეალი“ 700000 ევროთი დასაჯეს, ხოლო ფეხბურთელი 600 ევროს გადაიხდის.
ლაშა თაბაგარი





