რობი კინი უნგრეთის ყველაზე ტიტულიანი გუნდის “ფერენცვაროშის” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის (146) ჩამტარებელმა და გოლის (68) გამტანმა 44 წლის სპეციალისტმა პასკალ იანსენი შეცვალა. კინს ფეხბურთელებს 7 იანვარს ესპანეთში წარუდგენენ, სადაც გუნდი შეკრებას გადის.
გასულ სეზონში კინი თელა ავივის “მაკაბის” წვრთნიდა. გარდა ამისა, კარიერის დასრულების შემდეგ ირლანდიის ნაკრების, “მიდლსბროს” და “ლიდს იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი





