პატრიკ კლუვერტი ინდონეზიის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს გაწვრთნის, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 48 წლის ექსფორვარდი კარიერის დასრულების შემდეგ, „ალკმაარის“ და „ბრედას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. ასევე, ამსტერდამის „აიაქსის“ და „ტვენტეს“ სისტემაში მოღვაწეობდა. ის პსჟ-ს სპორტული დირექტორი იყო და ანალოგიური თანამდებობა „ბარსელონას“ აკადემიაში ეკავა.
გარდა ამისა, კლიუვერტი კურასაოს ნაკრებს და თურქეთის „ადანა დემირსფორს“ აავრჯიშებდა. მას კამერუნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედაც უმუშავია.
ლაშა თაბაგარი





