თორნიკე მორჩილაძე ისევ თბილისის “დინამოში” ითამაშებს, რომელსაც სათავეში სეზონის დასრულების შემდეგ ვლადიმერ კაკაშვილი ჩაუდგა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“22 წლის შემტევი ნახევარმცველი თორნიკე მორჩილაძე “დინამოში” დაბრუნდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. თორნიკემ ბოლო ორი სეზონი თელავის შემადგენლობაში იასპარეზა და 47 ჩატარებულ შეხვედრაში 8-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ახალგაზრდული ნაკრების შემტევი (7 მატჩი 21 წლამდე ნარებში) დინამოს აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის შემადგენლობაში კი 25 მატჩი აქვს ჩატარებული”.
ლაშა თაბაგარი





