ლონდონის „ტოტენჰემმა“ პრაღის „სლავიადან“ მეკარე ანტონინ კინსკი შეიძინა. ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 წლის მეკარემ კონტრაქტი 2031 წლის ივნისამდე გააფორმა და ახალ გუნდში 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ტოტენჰემის“ ახალწვეული ჩეხეთის ეროვნული გუნდის ექსმეკარის ანტონინ კინსკის ვაჟია. მას „სლავიაში“ დებიუტი 2024 წელს ჩეხეთის ჩემპიონატში „სლოვაცკოსთან“ ჰქონდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ბელგიის „სენ ჟილთან“ ითამაშა. უმცროსმა კინსკიმ მიმდინარე სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 29 მატჩში 18 გოლი გაუშვა. კინსკის სანაცვლოდ “სლავია” 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
ლაშა თაბაგარი
