თედო კიკაბიძეს, რომელიც ,,სამგურალს” 6 წლის განმავლობაში კაპიტნობდა, კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი დატოვა, რის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება.
ამპლუით მარჯვენა მცველი კიკაბიძე “სამგურალში”2019 წლიდან თამაშობდა. მან ეროვნულ ლიგასა და საქართველოს თასზე 151 მატჩი ჩაატარა.
სამგურალმა” ბათუმის ,,დინამოდან” 25 წლის ფორვარდი დავით მუჯირი დაიმატა. ის თავდაპირველად ,ანთალიასფორის” 19 წლამდელთა გუნდში გამოდიოდა. შემდეგ ,,ვიტ ჯორჯიას”, საჩხერის ,,ჩიხურას” და ქობულეთი ,,შუქურას” ღირსებას იცავდა. მუჯირმა 2021-2022 წლებში სლოვაკურ ,,ზლატე მორავცეში” ითამაშა , მომდევნო ორი სეზონი კი ,,თელავში” ასპარეზობდა. 2023 წელს ,,შუქურაში” დაბრუნდა და 9 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გასული სეზონი დავით მუჯირმა ბათუმის ,,დინამოში” გაატარა და 32 შეხვედრაში (ჩემპიონატსა და თასზე) 5 გოლი გაიტანა.

ასევე, წყალტუბოს ,,სამგურალში” ითამაშებს.22 წლის მარჯვენა მცველი ლაშა კვარაცხელია
ის გასულ სეზონში ,,სამტრედიას” ღირსებას იცავდა. მანამდე, ქობულეთის ,,შუქურასა” და ლატვიურ ,,დაუგავპილსში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი