ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „გრანადა“, რომლის ღირსებას გიორგი წიტაიშვილი იცავს, ესპანეთის თასს გამოეთიშა.
1/16-ფინალში გრანადელებ შინ ლა ლიგის „ხეტაფეს“ დაუპირისპირდნენ და 0:1 წააგეს. შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე ბორხა მაიორალმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.
ირანის ჩემპიონატის მე-15 ტურში მოქმედი ჩემპიონი „პერსეპოლისი“ გასვლაზე „ჰავადარს“ დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა გიორგი გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა. „პერსეპოლისი“ 29 ქულით 16 გუნდში მესამეა.
ლაშა თაბაგარი





