გიორგი ქვილითაიამ გასული წლის ნოემბრის დასაწყისშო მირებული ტრავმა მოირჩინა და „არისში“ ითამაშა.
მე-16 ტურში ლიმასოლებმა არადიპოუს „ომონიას“ უმასპინძლეს, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიდან შეუცვლელად ლორიამ ითამაშა, ხოლო ქვილითაია თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ორივე გოლი გასული იყო. „არისი’ 39 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე და ლიდერ „პაფოსს“ ქულით ჩამორჩება. „ომონია“ 13 ქულით მეთერთმეტეა.
აპოელმა შინ „კარამიოტისას“ 3:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მათე კვირკვია „კარამიოტისას“ განაცხადში ვერ მოხვდა., აპოელი 28 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი
