გოგლიჩიძის “ემპოლიმ” მარცხიანი სერია შეწყვიტა

0
50

“ემპოლიმ”, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩის წაგების შემდეგ, ქულა სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ “ვენეციასთან” აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. ის დამაჯერებლად გამოიყურებოდა და უხეში შეცდომა არ დაუშვია. მასპინძლებიდან ანგარიში მე-5 წუთზე პოჰიანპალომ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი ესპოზიტომ გაიტანა. “ემპოლის’ 20 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი