ჩაკვეტაძის „უოტფორდის“ ზედიზედ მესამე წაგება

0
36

„უოტფორდმა“, რომლის შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, ინგლისი ჩემპიონშიფში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო
ამჯერად, უოტფორდელები სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელ „შეფილდ უენსდეს“ დაუპირისპირდნენ და მიჯრით მეორე საშინაო შეხვედრაში უქულოდ დარჩნენ – 1:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად მორიგი შეხვედრა ჩაატარა. მე-13 წუთზე სტუმრები ჰამერმა დააწინაურა, ხოლო მე-20 წუთზე ნგიაკამ საპასუხო ბურთი გაიტანა. 53-ე წუთზე შეფილდელები წინ ბრუკსმა გაიყვანა და დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გასულა. „უოტფორდი“ 37 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი