ბერლინის „უნიონიდან“ მთავარი მწვრთნელი გაუშვეს

0
53

ბერლინის „უნიონის’ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ბო სვენსონი თავის შტაბთან ერთად დაითხოვეს. ამის მიზეზი გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში პირველ ბუნდესლიგაში ნაჩვენები ცუდი შედეგია. „უნიონმა“ ბოლო 8 მატჩიდან ვერცერთი მოიგო და 15 ტურში მოგროვებული 17 ქულით მე-12 ადგილზეა.
45 წლის დანიელი სვენსონი გუნდს სათავეში მიმდინარე სეზონის წინ ჩაუდგა, მანამდე, ის 2021-2023 წლებში „მაინცს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი