კრიშტიანუ რონალდუ: „დარწმუნებული იყავით, რომ არ გავჩერდები“

0
56

კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც ერთ თვეში 40 წელი უსრულდება, სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს და პორტუგალიასთან ერთად ტიტულის მოგებას ისევ გეგმ,ავს.
„ერთი თვის შემდეგ 40 წლის ვხდები და დარწმუნებული იყავით, რომ არ გავჩერდები. რატომ? იმიტომ, რომ ტიტულების მოგება, ჩემპიონობა და გოლების გატანა მინდა. მსურს ნაკრებთან ერთად კიდევ რამე ჯილდო მოვიპოვო“ – განაცხადა „ალ ნასრის“ თავდამსხმელმა, რომელიც ზედიზედ მეორედ ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ცნობისთვის, რონალდუმ, რომელიც პორტუგალიელთა კაპიტანია ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი და ერთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშება მოიგო.
ლაშა თაბაგარი