აპოელმა, რომელშიც ლაშა დვალი თამაშობს, მიმდინარე წლის ბოლო მატჩი სტუმრად „ეთნიკოსთან“ ჩაატარა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები მე-5 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-60 წუთზე გაიტანეს. „ეთნიკოსი“ 86-ე წუთზე ისევ წინ გავიდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე აპოელმა ანგარიშში გაათანაბრა და ქულა აიღო.
აპოელი მომდევნო შეხვედრას შინ მომავალი წლის 4 იანვარს „კარმიოტისასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





