შენგელიას მეხუთე საგოლე გადაცემა საბერძნეთში

0
61

ლევან შენგელიამ, რომელიც ოფი-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი მეხუთე საგოლე პასი მიითვალა. მე-16 ტურში ოფი-მ „ვოლოსი“ მიიღო და 4;0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, რის შემდეგ ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა ნუსს, რომელმაც მეტოქის კარი აიღო – 4:0. შენგელია 81-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში 5 საგოლე გადაცემის გარდა, თავის ანგარიშზე 2 გოლი ჩაიწერა. ოფი, რომელიც 20 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 2025 წლის 5 იანვარს სტუმრად „არისთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი