„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პარაგვაის „სერო პორტინიოდან“ 17 წლის მარცხენა მცველი დიეგო ლეონი შეიძინა. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ახალგაზრდა ფეხბურთელი მანჩესტერერელებს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლეონის სანაცვლოდ „სერო პორტინიოს“ 4 მილიონ დოლარს გადაუხდის. ამასთანავე, კლუბებს შორის დადებული გარიგების თანახმად პარაგვაული კლუბის დამატებით ბონუსის სახით ერთ მილიონ ევროს მიიღებს. ლეონმა 2024 წელს „სე4რო პორტენიოში“ 19-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





