საბა ლობჟანიძეს ნორვეგიელი გაწვრთნის

0
55

„ატლანტა იუნატედს“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, ნორვეგიელი რონი დეილა გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. სკანდინავიელმა სპეციალისტმა რობ ვალენტინო შეცვალა, რომელიც მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. ვალენტინოს ხელმძღვანელობით „ატლანტამ“ MLS-ის 1/8-ფინალში ლიონელ; მესის „ინტერ მაიამი“ გამოთიშა, ხოლო 1/4-ფინალში „ორლანდოსთან“ დამარცხდა.
49 წლის დეილა ბოლოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების „ალ ვაჰდას“ ავარჯიშებდა. მანამდე, ის „სტრემგოდსეტს“, „სელტიკს“, „ვალერენგას“, „ნიუ იორკ სიტის“, „სტანდარდს“ და „ბრიუგეს“ ხელმძღვანელობდა.
განვლილ სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა „ატლანტას“ მაისურით MLS-ში ჩატარებულ 35 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მან ლიგის თასზე ორჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ლაშა თაბაგარი