„თელავი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დარჩა

0
55

„თელავმა“ კვიპროსელი ხარალამბურ ხრისტოდულუს თავკაცობით კრისტალნეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. პლეი-აუტის პირველ შეხვედრაში თელაველებმა ვარლამ კილასონიას გაწვრთნილი „რუსთავი“ შინ 2:1 დაამარცხა.
დღეს რუსთავში მდებარე ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გამართულ საპასუხო შეხვედრის  მე-12 წუთზე გიორგი გაბედავამ სტუმართა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო იაპონელმა იუტა ნაკანომ კარგად დაამუშავა ბურთი და ანგარიში გახსნა – 1:0. დარჩენილ დროში შეხვედრაში ანგარიში არ შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა.
116-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ფირუზ გაბიტაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ზუსტი გრძელი პასი მასპინძლების საჯარიმოში ტატო ჟივიძეს გაუკეთა, რომელმაც თავით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. ამ ეპიზოდში „რუსთავის“ მეკარე გიორგი გაბაშვილი აშკარად შეცდა. საბოლოოდ, დაპირისპირება 1:1 დასრულდა და „თელავი“ ელიტაში დარჩა, ხოლო რუსთაველები ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებენ.
ლაშა თაბაგარი