გერმანიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის – ნოიერი სიაშია

0
0

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. მის სიაში მიუნხენის “ბაიერნის” 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი მოხვდა, რომელიც კარიერაში მე-5 მუნდიალზე იასპარეზებს.
მეკარეები: მანუელ ნოიერი („ბაიერნი“), ოლივერ ბაუმანი („ჰოფენჰაიმი“), ალექსანდერ ნიუბელი („შტუტგარტი“).
მცველები: იოზუა კიმიხი („ბაიერნი“), ნათანიელ ბრაუნი („ფრანკფურტი“), ანტონიო რიუდიგერი („რეალ მადრიდი“), ნიკო შლოტერბეკი („დორტმუნდი“), ჯონათან ტა („ბაიერნი“), დავიდ რაუმი („ლაიფციგი“), ვალდემარ ანტონი („დორტმუნდი“), მალიკ ჩაუ („ნიუკასლი“).
ნახევარმცველები: ალექსანდარ პავლოვიჩი („ბაიერნი“), ლეონ გორეცკა („ბაიერნი“), ნადიემ ამირი („მაინცი“), ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“), ფლორიან ვირცი („ლივერპული“), ლენარტ კარლი („ბაიერნი“), ანჯელო შტილერი („შტუტგარტი“), ფელიქს ნმეჩა („დორტმუნდი“), პასკალ გროსი („ბრაიტონი“).
თავდამსხმელები: დენიზ უნდავი („შტუტგარტი“), კაი ჰავერცი („არსენალი“), ჯეიმი ლეველინგი („შტუტგარტი“), ნიკ ვოლტემადე („ნიუკასლი“), მაქსიმილიან ბაიერი („დორტმუნდი“), ლეროი სანე („გალათასარაი“).
გერმანელები აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართ მუნდიალზე E ჯგუფში კურასაოს, კოტდივუარსა და ეკვადორს დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი