„გაგრამ“ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა

0
45

„გაგრა“, რომელსაც გიორგი ონიანია ავარჯიშებს მომავალ სეზონშიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. პლეი-აუტის პირველ შეხვედრაში გაგრელებმა სტუმრად ბოლნისის „სიონთან“ 1:1 ითამაშეს.
დღეს, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართული საპასუხო შეხვედრის მე-5 წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის მასპინძლების მცველი ლევან გეგეჭკორი გააძევა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე „გაგრას“ ნახევარზე მყოფმა დათა სიჭინავამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გიორგი რეხვიაშვილმა მკერდით ბურთი დაამუშავა და ვარდნაში გაიტანა – 0:1. 52-ე წუთზე ოთარ აფციაურმა „სიონის“ საჯარიმოში გიორგი ქიმაძე მოძებნა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საპასუხო ბურთი შეაგდ0.
მატჩის ძირითად დროში ანგარიში არ შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა. 94-ე წუთზე ბოლნისელთა შეტევის დროს გიორგი გვიშიანმა გადაცემა მასპინძლების საჯარიმოში გააკეთა, სადაც გოჩა ცირდავამ მკრედით ბურთი ისე მიიღო, რომ მცველი ჩამოიცილა, ხოლო მეორეთი თავისი გუნდი დააწინაურა – 1:2. 104-ე წუთზე მალელმა აბდურამანემ ბურთი საჯარიმოში მიიღო და  კამერუნელი სირილ ჩამბას მისამართით გააკეთა პასი, რომლის ჩაჭრასაც გიორგი ნოზაძე შეეცადა, მაგრამ ბურთი კარში ჩაჭრა – 2:2.
საბოლოოდ, პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „გაგრას“ ფეხბურთელებმა გიორგი ჭელიძის შეგირდებზე უკეთესად შეასრულეს და 7:6 გაიმარჯვეს.
ლაშა თაბაგარი