ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, მამუკელაშვილის სამი ქულა

0
69

საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და თანაბარ ბრძოლაში 91:100 დამარცხდა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 11 მოხსნა, 8 ქულა და 3 დაფარება მოაგროვა. „ორლანდოს“ ვერც მორიც ვაგნერის 32-მა ქულამ უშველა.
„ნიუ იორკში“ გამორჩეული იყო კარლ-ენტონი თაუნსი – 22 ქულა, 22 მოხსნა. „მეჯიქს“ 17 მოგება, 11 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 20 დეკემბერს შინ „ოკლაჰომასთან“ გამართავს.
„სან ანტონიო“-„მინესოტას“ მატჩში 8 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც მატჩი 3 ქულითა (3-დან 1 სამიანი) და თითო მოხსნა-პასით დაასრულა. „სან ანტონიო სპურსმა“ კი „ტიმბერვულვზთან“ 92:106 დათმო.