კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტური დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დასრულდა, სადაც „რუსთავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე გავიდა, როდესაც განელმა სოლომონ კესიმ სტუმართა საჯარიმოში ბრაზილიელ მცველ პაბულუ რიანს გვერდი ორიგინალურად აუარა და კარიდან წინ გამოსულ ლუკა კუტალაძეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. კესიმ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი მიითვალა.
გიორგი ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ 23 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა. გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალს“ 15 ქულა აქვს და მერვეა.
ლაშა თაბაგარი





