ჩაკვეტაძე შეცვლამ გააკვირვა

0
68

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფის მე-20 ტურში სტუმრად „ჰალს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ტრადიციულად აქტიურობდა, ამიტომ 72-ე წუთზე შეცვლამ გააკვირვა, რის გამო, მოედანი უკმაყოფილომ დატოვა.
პირველ ტაიმში ჩაკვეტაძე მასპინძლების ნახევარზე მარცხენა ფლანგზე ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა პასი ბაიოს გაუკეთა, რომელმაც ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში ჩაკვეტაძემ თავისი რეიდი ისევ მარცხენა ფრთაზე დაიწყო და მას მერე რაც სამ მეტოქეს გაცდა, საჯარიმოს გარედან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
„ჰალიდან“ 82-ე წუთზე ანგარიში ბედიამ გახსნა, ხოლო „უოტფორდიდან“ 88-ე წუთზე საპასუხო ბურთი ვატამ გაიტანა. „უოტფორდი“ 31 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა.
ლაშა თაბაგარი