კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „გაგრამ“, რომელსაც გიორგი ონიანი წვრთნის, პლეი-აუტის პირველ მატჩში სტუმრად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ბოლნისის „სიონთან“ 1:1 ითამაშა.
თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში 44-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქის ნახევარზე მყოფმა ნიკოლოზ ნოზაძემ გაგრელთა საჯარიმოში პასი თამაზ მაქაცარიას მიმართულებით გააკეთა, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
დაწინაურების მიუხედავად, გიორგი ჭელიძის შეგირდებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 83-ე წუთზე ლევან გეგეჭკორმა ზუსტი პასი გაუკეთა ბოლნისელთა საჯარიმოში გიორგი ქიმაძეს, რომლის თავურის შემდეგ მეკარე ლევან ისიანმ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, ხოლო იქვე მყოფმა კამერუნელმა ფორვარდმა სირილ ჩამბამ საპასუხო გოლი შეაგდო. „სიონმა“ თამაში 10 კაცით დაასრულა, რადგან მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გივი მუკბანიანმა მეორე „ყვითელი“ მიიღო და გააძევეს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 16 დეკე,ბერს თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე შედგება.
ლაშა თაბაგარი





