ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

0
82

„ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ატლანტელები 1/4-ფინალში სტუმრად „ორლანდოს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე რამირო ენრიკემ გაიტანა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში „ვოლფსბერგმა“ „ალტახი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. „ვოლფსბერგი“ 20 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი