გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში “სარაევოს” შემადგენლობაში ბოსნიის ჩემპიონატში თავისი მეთერთმეტე გოლი გაიტანა. მე-14 ტურში სარაევოელები სტუმრად “გაბელას” შეხვდნენ და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 33-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც თანაგუნდელის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა. ის 70-ე წუთზე შეცვალეს. გარდა იმისა, რომ გულიაშვილმა ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო და 4 საგოლე პასი გააკეთა, ბოსნიის თასზე თავი 2-ჯერ გამოიჩინა. “სარაევო” 34 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ “ზრინსკის” ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი




